ფეხბურთი

16:48 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვესთვის" "მანჩესტერის" წინადადება სასაცილო აღმოჩნდა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება პაულო დიბალას შესახებ სასაცილოდ არ ეყო. The Independent-ის ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” არგენტინელის სანაცვლოდ “იუვენტუსს” 67 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა იტალიაში ეს წინადადება სერიოზულად არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური მხარე მზადაა გარიგებაში მატეო დარმიანისა და ჰენრიხ მხითარიანის ჩასართავად, მაგრამ “იუვე” დიდი ალბათობით ამ შეთავაზებაზეც უარს იტყვის.

წყაროს ცნობით, ტურინელები მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუსხდებიან, თუ დიბალას სანაცვლოდ მინიმუმ 158 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ სერია A-ს ეგიდით 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123765