ფეხბურთი

2:11 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირეს

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია ინგლისის პრემიერლიგის გუნდს ისევ დაუკავშირეს. თუმცა, ამჯერად, თვით “მანჩესტერ სიტის”...

როგორც ინტერნეტპორტალი Squawka იტყობინება, კვირკველია ერთ-ერთია იმ მცველთაგან, რომელიც შესაძლოა “ქალაქელებმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატონ.

წყარომ, 4 ცენტრალური მცველი შეარჩია, რომლებიც შესაძლოა, მანჩესტერში ვირჯილ ვან დეიკის ალტერნატივად განიხილონ და ახსენა, რომ ისინი “სიტის” ინტერესთა სფეროში არიან. აი, რას წერს Squawka კვირკველია შესახებ:

“საქართველო ცნობილია, როგორც ტექნიკური ფეხბურთელებით, რომელთაც ძალიან კარგად შეუძლიათ მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა. მაგრამ კვირკველიას სახით “სიტის” ცენტრალური მცველის დამატება შეუძლია. ის რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შეუდარებელია.

ქართველმა მცველმა “ლოკომოტივში” სეზონის პირველ ნახევარში ყველა მატჩი სრულად ჩაატარა და დაეხმარა თავის გუნდს, რომ მოულოდნელად გათამაშებას 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდეს. 196 სმ- ეს ნიშნავს, რომ “სიტის” შეუძლია მიიღოს ფეხბურთელი, რომელიც მეორე სართულზე დომინანტი იქნება "ეტიჰად სთედიუმზე". ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 3 გატანილი გოლია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული. კვირკველია მხოლოდ 25 წლისაა და სატრანსფერო ფასიც შეესაბამება “სიტის” იანვრის გეგმას. ახლა რჩება ერთადერთი კითხვა – შეძლებს პრემიერლიგაში თამაშის დაწყებას?”, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე სოლომონ კვირკველია “ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა” და “ლესტერ სიტის” დაუკავშირეს. რაც შეეხება “მანჩესტერ სიტის”, პეპ გვარდიოლა კარს მომდგარ სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს.

0.119913