ფეხბურთი

16:20 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" უკაპიტნოდ დარჩა

ინგლისურ “ლივერპულს” კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ერთი თვე დააკლდება. როგორც Liverpool Echo იტყობინება, 27 წლის ნახევარმცველს “არსენალთან” (3:3) მატჩში მიღებული დაზიანებისთვის მკურნალობა 4 კვირა მოუწევს.

ჰენდერსონი “ლივერპულს” “ლესტერთან”, “ბარნსლისთან”, “მან სიტისთან”, “სუონსისთან”, “ჰადერსფილდთან” და ამასთან, ინგლისის ასოციაციის თასზე “ევერტონთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ჯორდან ჰენდერსონმა ყველა ტურნირის ჩათვლით 23 შეხვედრა ჩაატარა და გოლი ერთხელ გაიტანა.

0.120872