მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის ევროპის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
გამოკითხვაში, რომელშიც 26 ევროპული საინფორმაციო სააგენტო მონაწილეობდა, პორტუგალიელმა ხმათა უმრავლესობა მიიღო – 159 ქულა.
მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა 1-ის პილოტი, ბრიტანელი ლუის ჰემილტონი ( 143 ქულა), ხოლო საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი (113 ქულა).
აღსანიშნავია, რომ რონალდუ ზედიზედ მეორე დასახელდა საუკეთესო ევროპელ სპორსტმენად. კრიშტიანუმ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და "ოქროს ბურთი" მოიგო.