ფეხბურთი

21:50 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

36 წლის შემტევმა ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბოს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანელი ფეხბურთელი "ბეტისის" აკადემიაში 1999 წელს მოხვდა და მთავარ გუნდში ერთ წელიწადში დააწინაურეს. 6 წელიწადში ხოაკინი გუნდიდან წავიდა და 2015 წლის ზაფხულამდე "ვალენსიაში", "მალაგასა" და "ფიორენტინაში" ირჯებოდა. იტალიაში მოღვაწეობის შემდეგ, ფეხბურთელი სევილიაში დაბრუნდა და ამჟამად გუნდის კაპიტანია. ესპანელმა "ბეტისის" მაისურით ჯამში 285 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა.

0.113337