სხვა

17:34 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ასანიძე

ამ წუთებში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია წლის შემაჯამებელ ღონისძიებას Beer Time-ში მართავს, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამოავლენენ.

პირველი ნომინაციაში გამარჯვებული უკვე გაირკვა და ხმათა უმრავლესობით 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დასახელდა.

მწვრთნელთა საუკეთესო სამეული ასეთია:

III ადგილი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი – 19 ქულა

II ადგილი - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი – 31 ქულა

I ადგილი - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე - 102 ქულა

0.123137