ფეხბურთი

13:48 | 28.12.2017 | ნანახია 3408 - ჯერ

დი მარიას “ბარსელონამდე” ერთი ნაბიჯი აშორებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგდეს.

A Bola-ს ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლები 29 წლის მოთამაშესთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ.

როგორც ცნობილია, არგენტინელი კატალონიურ გრანდში ფელიპე კოუტინიოს ალტერნატივად მოიაზრება, რადგან ბრაზილიელი მოთამაშე “ლივერპულის” დატოვებას არ გეგმავს. “ბარსა” დი მარიას ნაცვლად პსჟ-ს 45 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად არგენტინელი “ბარსელონას” რიგებში გადაბარგებით დაინტერესებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე წელი მადრიდის “რეალში” თამაშობდა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:13 | 28.12.2017
temo11 (1791)

არ გაყიდიან ამას ჯერ

18:30 | 28.12.2017
NudeDude (822)

ძაან მაგარი ფეხბურთელია, მილანში წამოვიდოდეს ნეტა))))

19:10 | 28.12.2017
Beka-1991 (596)

მეც არ ვიტყოდი უარს ბავარიაში რომ წამოვიდეს. ისე ახლანდელ მილანში არამგონია გარისკოს წასვლა

17:55 | 28.12.2017
დედაკი მოვტყან (419)

დედაკმოდგღნულების ტოპ 20 შიც დაიმკვიდრებს ადგილს. რეალი ბარსაში ორივეგან რომ აქვთ ნათამაშები

17:50 | 28.12.2017
geogreece (9768)

არ ვიცი გადმოვა ტუ არა ბარსასი მაგრამ მე მაგრად მომწონს ეს ყველაზე სახიფათო მოტამასე იკო რეალში როცა თამაშობდა მარსელოსტან ერტად

17:01 | 28.12.2017
BATIGOLI 9. (4375)

არასდროს მომწონდა დიმკა, მიუხედავად იმისა რომ შეუძლია კონკრეტული თამაშის მოგება, თუმცა იმ დონის ფეხბურთელი არაა რომ მის იმედზე იყოს გუნდი. მთავარი პრობლემა ალბათ არასტაბილურობა და ხშირი ტრავმებია. არგენტინას როცა სჭირდებოდა მისი დახმარება ყოველთვის ალეწილი იყო.

16:55 | 28.12.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მე პირადად არსად არ მომწონდა ეს ფეხბურთელი, ვერსად ვერ გაქაჩა და რაში ჭირდევა ბარსას?

17:01 | 28.12.2017
Beka-1991 (596)

მე მაგალითად მივიჩნევ რო რეალის 2014 წლის ლიგის მოგებისას ძალიან დიდი როლი შეასრულა.

17:52 | 28.12.2017
ogafa (10211)

+

16:49 | 28.12.2017
Beka-1991 (596)

ზამთარში გამორიცხული მგონია ეს ტრანსფერი. ლიგის პონტში დაიტოვებენ, გამოადგებათ იქ და დალშე ზაფხულში გაუშვებენ სავარაუდოთ

14:01 | 28.12.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ტყუილიაო ახლა დაიწერა ესენი იერი მინას იყიდიან ალბათ ზამთარში და კოუტინიოს ზაფხულში, გრემიოს არტურა და გრიზმანიც შეიძლება

13:52 | 28.12.2017
deqstera_best_7 (1964)

შეიძლება გადავიდეს მაგრამ არა ესე იაფად, 200 მილიონი აქვს ამოსაღები და დიმარიაში თუ 40 აიღო აბა ვისგან უნდა ამოიღოს??

0.064168