7-მატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. “გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, “იუტა ჯაზის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა და ოკლენდელთა მორიგ გამარჯვებაში თავისი წილი შეიტანა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა: 2-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. საუკეთესო კევინ დიურანტი იყო, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, “გოლდენ სტეიტმა” კი საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 126:101 გაიმარჯვა.
28 მოგებით და 7 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგას ლიდერობს. შემდეგ მატჩს ოკლენდელები შინ, 30 დეკემბერს, “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართავენ.
gbf.ge