ფეხბურთი

18:50 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ, ვიდალთან ერთად ომშიც წავიდოდიო

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის არტურო ვიდალის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ამჟამად სხვა გუნდის წევრია და ჩემი მხრიდან მასზე საუბარი კორექტული არააო.

“საერთოდ, იმ ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, ვინც სხვა გუნდში თამაშობს. ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია. მით უმეტეს, როცა ჩვენთან მის შესაძლო გადმოსვლაზე მეკითხებიან. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არტურო შესანიშნავი მოთამაშეა და მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ ერთად დიდი დრო გავატარეთ “იუვენტუსში” და თამამად ვიტყვი, რომ ვიდალთან ერთად ომშიც კი წავიდოდი” - განაცხადა კონტემ.

გავრცელებული ცნობის თანახმად, “ჩელსი” ვიდალის გადაბირებას ცდილობს და მას წლიურ ანაზღაურებად 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ჩილელ ფეხბურთელს მიუხენელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114283