ფეხბურთი

15:13 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი რუსეთში უკმაყოფილოა და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის “მილანში” დასაქმების საკითხი ისევ აქტუალური გახდა.

იტალიური გამოცემების ცნობით, 53 წლის სპეციალისტი რუსულ კლუბში მუშაობით უკმაყოფილოა და იტალიაში დაბრუნებას აპირებს, სადაც “მილანს” ჩაუდგება სათავეში. Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ “როსონერის” წარმომადგენლები მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი უკვე შეხვდნენ მანჩინის და ეს საკითხი განიხილეს.

მანჩინის “მილანის” მწვრთნელად დანიშვნაზე მანამდეც საუბრობდნენ, სანამ ის “ზენიტის” თავკაცი გახდებოდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა.

“მილანს” ვინჩენცო მონტელას დათხოვნის შემდეგ ჯენარო გატუზო წვრთნის, თუმცა გუნდის შედეგების გათვალისწინებით, იტალიაში მიიჩნევენ, რომ მას პოსტის დატოვება მალე მოუწევს.

0.116105