კალათბურთი

12:48 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უესტბრუკი და დეროზანი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში რასელ უესტბრუკი, ხოლო აღმოსავლეთში “ტორონტოს” ლიდერი დემარ დეროზანი აღიარეს.

გასულ კვირას “ტორონტომ” სამივე შეხვედრა მოიგო, დეროზანი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34 ქულას და 4.3 პასს აგროვებდა.

“ოკლაჰომამ” ოთხივე შეხვედრა მოიგო, რასელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.8 ქულას, 9.5 პასს და 9 მოხსნა აკეთებდა.

0.130101