მსოფლიო რეიტინგის 59-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის 1 იანვარს დოჰას (საპრიზო ფონდი 1.2 მილიონი დოლარი) ტურნირში ჩაებმება. Qatar Exxonmobil Open-ზე ნოვაკ ჯოკოვიჩიც მიიღებს მონაწილეობას. ნიკა ტურნირზე ძირითადი ბადიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბასილაშვილი 7-13 იანვარს სიდნეის ტურნირზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი 15-28 იანვარს ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე მოსინჯავს ძალებს.