იტალიური “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ, შესაძლოა, ესპანური “სევილია” ჩაიბაროს.
ევროპული მედია წერს, რომ “ნერვიონელების” წარმომადგენლები მილანში ჩავიდნენ და იტალიელ სპეციალისტთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.
AS-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ის გახლავთ, რომ მონტელას არცთუ ისე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა.
“სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მონტელას გარდა ხავი გრასიას განიხილავენ, რომელიც ბოლოს “რუბინს” წვრთნიდა.