ფეხბურთი

14:44 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კომპანია RMG „სიონის“ გენერალური სპონსორი იქნება

27 დეკემბერს, კომპანია RMG-ის (Rich Metals Group) თბილისის ოფისში, ხელი მოეწერება განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას საფეხბურთო კლუბ „სიონსა“ და RMG-ს შორის.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და ყოველმხრივ იზრუნებს მის განვითარებაზე.

პირველი შეთანხმება მხარეებს შორის სპონსორობაზე 2016 წელს გაფორმდა, მაშინ როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა.

ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ „სიონში“ ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე გამოცდილი მენეჯერი გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან გუნდი ფაქტიურად ახლიდან შექმნა. სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი სეზონის განმავლობაში ლიდერებს შორის იყო, სეზონის ბოლოს შეძლო გულშემატკივრის გახარება და ეროვნულ ლიგაში ზუსტად ერთ წელში დაბრუნება.

0.128877