16 თვეა, რაც გურამ გოშთელიანს არ უთამაშია. “საბურთალოს” 20 წლის თავდამსხმელს მთელი ეს პერიოდი ტრავმა აწუხებდა და იანვარში დაიწყებს ვარჯიშს.
გოშთელიანმა სირბილი დაიწყო, მაგრამ დატვირთვებს ნელ-ნელა შეუდგება. იანვარში, როცა “საბურთალო” შეიკრიბება. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, გუნდთან ერთად დაიწყებს და ალბათ, უცხოურ შეკრებასაც გაივლის.
სანამ ტრავმას მიიღებდა, გურამ გოშთელიანი “საბურთალოს” წამყვანი ფორვარდი იყო. თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც.