დღეს, ATP-იმ 2017 წლის საბოლოო სარეიტინგო შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2017 წელი მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე დაასრულა. ამ სეზონში ნიკამ 32 შეხვედრა მოიგო და 34 წააგო (ჰარდი 25:20, გრუნტი 6:10, ბალახი 1:4). სამწუხაროდ, ვერცერთი ტურნირი ვერ მოიგო. წყვილთა თანრიგში რვავე შეხვედრა წააგო.
ნიკამ სეზონში რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა. სოფიას ტურნირზე რეიტინგის მე-5 ნომერი ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:4, 6:4 დაამარცხა. ლიონის ტურნირის ფინალში გავიდა და იქ ბრძოლაში ჟო-ვილფრედ ცონგასთან სამსეტიან შეხვედრაში დამარცხდა. შანხაის მასტერსზე ხუნ მარტინ დელ პოტროსთან ბრძოლაში 2:6, 6:3, 4:6 წააგო.
ATP-ის 2017 წლის საბოლოო რეიტინგი:
1. რაფაელ ნადალი – 10 645 ქულა
2. როჯერ ფედერერი – 9605
3. გრიგორ დიმიტროვი – 5150
4. ალექსანდრ ზვერევი – 4610
5. დომინიკ ტიმი – 4015
6. მარინ ჩილიჩი – 3805
7. დავიდ გოფინი – 3775
8. ჯეკ სოკი – 3165
9. სტენ ვავრინკა – 3150
10. პაბლო კარეონო ბუსტა – 2615
...
59. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 826