ჭადრაკი

16:15 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა

მერი არაბიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა. ქუთაისელმა დიდოსტატმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად განთავსდა ცხრილის სათავეში.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მაკა ფურცელაძე. 6-6 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს თამარ წერეთელმა და სოფიკო გვეტაძემ. 5,5 ქულაა დაგროვა და უკეთესი მაჩვენებლებით უმაღლესი ლიგის მეხუთე საგზური მირანდა მიქაძემ მოიპოვა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

gcf.org.ge

0.112635