ფეხბურთი

11:24 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" - "ტორინო" პირდაპირ ეთერში კომენტარის გარეშე გადაიცემა

იტალიის თასის 1/4 ფინალური მატჩი “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის ტელეარხ Rai Sport-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ბუნებრივია, ამაში აღსანიშნი და გასაკვირი არაფერია, უბრალოდ საქმე შემდეგში მდგომარეობს:

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას კომენტარი არ ექნება. Tuttosport-ის ინფორმაციით, გარდა კომენტატორებისა, მატჩზე არ იმუშავებენ ტელეკომპანიის სხვა ჟურნალისტები. მაგალითად, არ ჩაწერენ მატჩისწინა და მატჩისშემდგომ კომენტარებს. საქმე ისაა, რომ ტელეკომპანია Rai Sport-ის რედაქცია გაიფიცა. მიზეზი კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ტრანსლირების უფლების Mediaset-ისთვის მინიჭებაა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მუნდიალი იქნება პირველი, რომელსაც იტალიაში Rai არ გააშუქებს. რაც შეეხება “იუვენტუსი” – “ტორინოს” დერბის, 3 იანვარს გაიმართება. ცნობილია, რომ Rai Sport-ის 120 ჟურნალისტი აპირებს გაფიცვას.

0.114635