ინგლისის პრემიერლიგაში ზუსტად ნახევარი მიილია. პირველი წრე დასრულდა და გარკვეული შეფასებების გაკეთებაც შეიძლება. მაგალითად, Goal.com-მა 19 ტურის თავზე პირველი წრის იმედგაცრუების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ბუნებრივია, აღნიშნულ სიმბოლურში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთაგანაც სპეციალისტები ბევრს მოელოდნენ, მაგრამ სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდეს.
სხვაგვარად კი, იმედგაცრუების სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ჯო ჰარტი (“ვესტ ჰემი”)
მცველები: სედრიკ სოარეში (“საუთჰემპტონი”), ვიქტორ ლინდელოფი (“მანჩესტერი”), ეშლი უილიამსი (“ევერტონი”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”)
ნახევარმცველები: რენატუ სანჩესი (“სუონსი”), ჯონჯო შელვი (“ნიუკასლი”), ტიემუ ბაკაიოკო (“ჩელსი”)
თავდამსხმელები: ჰენრიხ მხითარიანი (“მანჩესტერი”), კრისტიან ბენტეკე (“კრისტალ პალასი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”)