ფეხბურთი

16:44 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი "კრუზეიროში" დაბრუნდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფრედი კარიერას “კრუზეიროში” გააგრძელებს. როგორც ბელუ ორიზონტელთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ვეტერან ფორვარდთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გაფორმდა.

ფრედმა “ატლეტიკო მინეიროსთან” ხელშეკრულება გაწყვიტა და შესაბამისად, “კრუზეიროს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატში 12 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ფრედი “კრუზეიროს” ღირსებას 2004-2005 წლების სეზონშიც იცავდა და 49 შეხვედრაში თავი 29-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიელს ასევე უთამაშია “ამერიკა მინეიროში”, “ფლუმინენსესა” და ფრანგულ “ლიონში”. საფრანგეთში იგი 2005-2009 წლებში ირჯებოდა.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ფრედის ანგარიშზე 2005-2014 წლებში 39 მატჩი და 19 გოლია.

0.120026