ფეხბურთი

14:22 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტოიამ "სევილია" დატოვა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ვალტერ მონტოიამ "სევილია" დატოვა და "კრუს ასულში" გადაბარგდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფეხბურთელის სანაცვლოდ მექსიკელებმა 4 მილიონი ევრო გადაიხადეს.

შემტევი ანდალუსიელებმა 2017 წლის დასაწყისში "როსარიოდან" 5.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. არგენტინელმა "სევილიას" იმედები ვერ გაამართა, რადგან ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბოლოოდ ფეხბურთელმა მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა.

0.133438