ფეხბურთი

21:15 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკმა მარადონას გადაასწრო

მარეკ ჰამშიკმა დიეგო არმანდო მარადონას რეკორდი დაამხო. სლოვაკი ნახევარმცველი "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჰამშიკი გასულ ტურში არგენტინელს გატანილი გოლებით გაუტოლდა (115), ხოლო დღეს "სამპდორიასაც" გაუტანა და პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გადავიდა 116 გოლით.

მარეკ ჰამშიკი "ნაპოლიში" 2007 წლიდან თამაშობს. 30 წლის ფეხბურთელს 116-დან 96 გოლი სერია A-ში აქვს გატანილი, 3 იტალიის თასზე, ხოლო დანარჩენი ევროტურნირებზე.

0.115983