კატალონიის “ბარსელონას” გენერალურმა დირექტორმა გილერმო ამორმა “ელ კლასიკოში” თამაშის შემდეგ ლიონელ მესის გარჯას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.
“მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რატომაც არის მსოფლიოს საუკეთესო საუკეთესო ფეხბურთელი”, - ციტირებს ამორის სიტყვებს El Chiringuito TV.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “რეალი” 3:0 დაამარცხა, ხოლო მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა 2017 წელს 54-ე გოლი გაიტანა და რონალდუს გადაასწრო, რომელმაც მიმდინარე წელს 53-ჯერ შეძლო გატანა.