ფეხბურთი

19:00 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “ბარსელონას” დღევანდელი მდგომარეობა არაფერს ნიშნავს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “ელ კლასიკოში” “რეალის” (3:0) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად დიდი უპირატესობისა სატურნირო ცხრილში, ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი.

“ბედნიერები ვართ, რადგან გავიმარჯვეთ უძლიერესი მეტოქის მოედანზე. მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა და ბევრი თამაში ისევ წინაა. “ბარსელონას” დღევანდელი მდგომარეობა არაფერს ნიშნავს, ყველაფერი მომავალში გაირკვევა.

“რეალი” ცდილობდა ჩვენი ფეხბურთი არ გვეთამაშა, თუმცა თანდათან შევქმენით სახიფათო მომენტები. მეტოქემ კი უმცირესობაში უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ვიდრე მაშინ, როდესაც 11 ფეხბურთელით თამაშობდა”, - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს As-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “რეალის” დამარცხების შემდეგ ლა ლიგაში ლიდერობა განიმტკიცა. “ატლეტიკოს” 9, ხოლო “რეალს” 14 ქულით გაასწრო.

0.12062