ფეხბურთი

14:56 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

აღმასკომი იკრიბება: “ზესტაფონის” საკითხიც გაირკვევა

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგშია საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხიც.

აღმასკომის სხდომაზე მოწვეულია კლუბის მფლობელი ილია კოკაია. ეს ინფორმაცაი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა.

ასე რომ, შესაძლოა, კარგი ამბავი შევიტყოთ. ‘ზესტაფონი” ნამდვილად აკლია საქართველოს ჩემპიონატს – ინფრასტრუქტურა, “ზესტაფონს” რომ აქვს, ქართული მასშტაბებით ტოპ-დონისაა და იქაური გულშემატკივარიც მოუთმნენლად ელის, როდის დაბრუნდება მათი საყვარელი კლუბი.

თეგებიზესტაფონი
0.121672