“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ იცვლება. გადის წლები, მაგრამ “განსაკუთრებული” იმიჯს არ ღალატობს და წუწუნს აგრძელებს. პორტუგალიელმა ამჯერად თავისი გუნდის კალენდარზე დაიწუწუნა და აღნიშნა, რომ “იუნაიტედი” პრივილეგირებულ გუნდებს შორის არაა. ამიტომაც, წინ ძალიან რთული ორკვირიანი კალენდარი აქვს.
“ჩვენ არ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც მსგავს სიტუაციაშია. არიან სხვა გუნდებიც მაგალითად, “ლესტერი”, რომელსაც დღეს ვეთამაშებით. მაგრამ, ჩვენ ჩავატარეთ პატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ კალენდარში ძალიან დიდი სხვაობაა.
არის პრივილეგირებული გუნდები, რომლებსაც გაცილებით კარგი კალენდარი აქვთ, მაგრამ მათ შორის, “მანჩესტერი” არაა. ვიცი, რომ ჩემი გუნდი პრივილეგირებულ გუნდებში ვერ მოხვდება, თუმცა მინდა, რომ სადღაც შუაში მაინც ვიყოთ”, - უთხრა ჟოზემ ESPN-ს.
“მანჩესტერის” მეტოქეები დამდეგ ორ კვირაში “ლესტერ სიტი”, “ბარნლი”, “საუთჰემპტონი”, “ევერტონი” და “დერბი ქაუნთი” იქნებიან.