ფეხბურთი

12:50 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" დავიდ სილვა დაუბრუნდა

“მანჩესტერ სიტის” დავიდ სილვა დაუბრუნდა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

სილვას მონაწილეობა არ მიუღია “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში, რაც პირად მიზეზებით იყო გამოწვეული. სწორედ ამიტომ, ესპანელი ერთი კვირა გუნდად გათავისუფლებული გახლდათ.

სწორედ ამ პერიოდში რამდენიმე გამოცემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს დავიდ სილვას სიმსივნე ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლე არ გამოდგა. პირინელმა შემტევმა დიდი შანსია დღეს, "ბორნმუთთან" მატჩშიც შეძლოს "სიტის" დახმარება.

დავიდ სილვამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.112093