ესპანური “სევილია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, დაკავებული თანამდებობიდან ედუარდო ბერისო გათავისუფლებული იქნა.
აღნიშნულის მიზეზი “სევილიას” არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, ხოლო ბოლო ზღვარი ლა ლიგის უკანასკნელ ტურში “სოსიედადთან” (1:3) მარცხი გამოდგა.
“სევილიას” ხელმძღვანელობა ოფიციალურად გატყობინებთ, რომ ედუარდო ბერისო გუნდის ნეგატიური შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. “სევილია” ბერისოს სამომავლო კარიერაში წარმატებებს უსურვებს და მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
“სევილია” ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ 29 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო პარალელურად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული.
აღსანიშნავია, რომ ბერისოს ცოტა ხნის წინ სიმსივნე აღმოაჩნდა და ერთი თვის წინ არგენტინაში სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა. სამხრეთამერიკელმა “სევილია” გასულ ზაფხულს ჩაიბარა.