ფეხბურთი

15:57 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გომესი სახლში დაბრუნდა

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი მარიო გომესი კარიერას “შტუტგარტში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას “შვაბების” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

32 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა. გომესი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავდა და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.

მარიოსთვის “შტუტგარტი” მშობლიური გუნდია. სწორედ “მერსედეს ბენც არენაზე” გაითქვა სახელი – 2003-2009 წლებში თეთრ-წითლების მაისურით 156 შეხვედრაში 87 გოლის გატანა მოახერხა.

0.1207