27 წლის შემტევ ანდრე შიურლეს “დორტმუნდიდან” წასვლა სურს. მიზეზი ჩვეულებრივია: მცირე სათამაშო დრო.
მსოფლიოს ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა და ისიც, არასრულად, ჯამში მხოლოდ 225 წუთი. წინა სეზონშიც არ იყო განებივრებული – 15 მატჩი.
შიურლე, გიოტცე, როისი – ასეთი სამეული ჰყავს “დორტმუნდს”, მაგრამ რად გინდა, შიურლე ფორმაში არაა, როისს თითქმის სულ ტრავმა აქვს და გიოტცეც აღარაა ის გიოტცე, კლოპის “დორტმუნდში” რომ იყო.