საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 104-ე ადგილზეა 322 სარეიტინგო ქულით. წინა თვის შემდეგ, არაფერი შეცვლილა და წელიწადს ამ პოზიციაზე დავასრულებთ. უშუალოდ ევროპაში კი, ქართველები 44-ე საფეხურზე არიან.
კავკასიელთა სხვა წარმომადგენლებს რაც შეეხებათ, სომხეთი 90-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი – 117-ეზე. როგორც იცით, უახლოეს ამხანაგურ მატჩს სწორედ აზერბაიჯანთან გავმართავთ 2 თებერვალს, ანტალიაში.
აზერბაიჯანი, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა, ლიტვა, მოლდოვა, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მალტა, სან მარინო, გიბრალტარი (ფიფას რეიტინგში უქულოდაა) – ევროპიდან ამ ქვეყნებს ვუსწრებთ რეიტინგში.
ცნობისთვის, შარშან ამ დროს, საქართველო ფიფას რეიტინგში 118-ე ადგილზე იყო.
საუკეთესო ათეულში არაფერი შეცვლილა:
- გერმანია – 1602
- ბრაზილია – 1483
- პორტუგალია – 1358
- არგენტინა – 1348
- ბელგია – 1325
- ესპანეთი – 1231
- პოლონეთი – 1209
- შვეიცარია – 1190
- საფრანგეთი – 1183
- ჩილე – 1162