კალათბურთი

14:14 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” მე-10 მოიგო

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. “ბიგ ისთის” კონფერენციაში მოასპარეზე “პირატებმა” (გუნდის მეტსახელია) ბოლოსწინა არასაკონფერენციო მატჩი გამართეს, რომელშიც “ვაგნერ სიჰოუქსს” 89:68 სძლიეს.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სანდროს ჯამში 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც გამარჯვებულებს 26 ქულა შემატა.

“სეტონ ჰოლს” 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი ბოლო არასაკონფერენციო მატჩს 23 დეკემბერს “მანჰეტენ იასპერსთან” გამართავს, რის შემდეგაც, 29 დეკემბრიდან “ბიგ ისთის” კონფერენციის პირველობა დაიწყება.

ბიგ ისთის კონფერენცია

გუნდი კონფერენცია მთლიანად
ვილანოვა 0-0 11-0
ქსავიერი 0-0 11-1
ჯორჯთაუნი 0-0 9-1
კრეიტონი 0-0 10-2
სეტონ ჰოლი 0-0 10-2
სეინთ ჯონსი 0-0 10-2
ბატლერი 0-0 9-3
მარკეტი 0-0 8-3
პროვიდენსი 0-0 8-4
დე პოლი 0-0 6-5

gbf.ge

0.111404