29 წლის გერმანელის ფეხბურთელი სიმონ ტეროდე "კიოლნში" დაბრუნდა. "შტუტგარტის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ტეროდე "თხების" რიგებში 2009 წელს "დუისბურგიდან" გადავიდა და ძირითადად სარეზერვო გუნდში ირჯებოდა, მთავარ გუნდში კი მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.
სიმონი გასულ სეზონში "შტუტგარტს" ბუნდესლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში ფეხბურთელმა 32 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ტეროდემ 17 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.