მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუ სურს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. Benrabeu Digital-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს, რომელმაც ახლახან მეხუთედ მოიგო “ოქროს ბურთი”, უსამართლოდ მიაჩნია, რომ ნეიმარი და ლიონელ მესი მასზე მეტ გასამრჯელოს იღებენ.
შესაბამისად, თუ “რეალი” ახალი ხელშეკრულების თანახმად, ზემოხსენებულ პირობას არ გაუუმჯობესებს, მაშინ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. რონალდუ ფიქრობს, რომ “ოქროს ბურთის” მოგება ადასტურებს იმას, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი სწორედ მას უნდა ჰქონდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მესი ბონუსების ჩათვლით სეზონში 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.