ფეხბურთი

21:38 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" გვარდიოლას 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

“მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, “ქალაქელები” უახლოეს მომავალში ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. სურვილი კი, 10 წლით ხელშეკრულების გაფორმებაა.

გვარდიოლას “სიტისთან” მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა პეპის მუშაობით ძალზე კმაყოფილია და მისი დაბევება კარგა ხნით უნდა. ინგლისური გუნდის მესვეურები მზად არიან სეზონში 25 მილიონი ევრო გადაუხადონ ესპანელს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტი” გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. მიუხედავად წარუმატებელი პირველი სეზონისა, “სიტი” წლეულს დიდებულად თამაშობს და პრემიერლიგას 11 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

0.112932