WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...
საფრანგეთი, ლიგა 1
3 – ნაბილ ფეკირმა 2017 წელს ლიგა 1-ში 3 ჯარიმა გაიტანა და ეს საუკეთესო შედეგია მიმდინარე წელს.
6 – “ბორდომ” ლიგა 1-ში ზედიზედ 6 გასვლითი მატჩი წააგო და ასეთი ცუდი სერია 1976 წლის თებერვლის შემდეგ პირველად აქვს.
19 – ნეიმარმა “რენთან” შეხვედრაში 19 დირბლინგი განახორციელა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლუკას მოურას ჰქონდა (2014 წლის დეკემბერში “მონპელისეთან”).
2 – მიმდინარე სეზონში ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან ერთ მატჩში გოლი+პასის სიტემით პსჟ-ს ფეხბურთელები ლიდერობენ. პირველ ადგილზე ნეიმარია, რომელმაც ერთ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება 6-ჯერ მოახერხა.
ნეიმარი – 6
კილიან მბაპე – 5
ლეროი სანე – 4
5 – ვაჰბი ხაზრიმ პსჟ-ს წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში ხუთ გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 პასი).
0 – იულიენ საბლე გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც “სენტ ეტიენის” თავკაცის რანგში საწყისი 6 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო.
4 – “მონაკომ” მიმდინარე სეზონში 4 გოლის გატანა მოახერხა მატჩის საწყის 5 წუთში და ეს სეზონის საუკეთესო შედეგია.
გერმანია, ბუნდესლიგა
3 – ალფრედ ფინბოგასონი გასულ უიქ-ენდზე ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
18 – “აინტრახტმა” ბუნდესლიგის 9 საგარეო შეხვედრაში 18 ქულა მოიპოვა და ეს მისი საუკეთესო შედეგია ბოლო 25 წლის განმავლობაში.
34 –მე-17 ტურში 34 გოლი გავიდა და მიმდინარე სეზონში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. აქამდე საუკეთესო შედეგი მერვე ტურში დაფიქსირებულიყო (33 გოლი).
30 – “შალკემ” პირველი წრე 30 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის 3 ქულა შემოიღეს (1995-1996 წლები სეზონიდან), ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მეორე ადგილოსნისთვის.
3 – სალამონ კალუმ ბუნდესლიგაში ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლის გატანა პირველად მოახერხა.
10 – ლეონ ბაილიმ მიმდინარე სეზონში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 პასი) და ეს “ლევერკუზენის” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
10 - კაი ჰავერტცი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელსაც 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა მთლიანობაში (18 წლისა და 189 დღის).
5 – მიმდინარე სეზონში “ჰანოვერი” – “ლევერკუზენის” მატჩი გამოდგა პირველი, რომლის პირველ ტაიმში 5 გოლი გავიდა.
15 – “ჰოფენჰაიმმა” 15 ქულა დაკარგა იმ შეხვედრებში, რომელთაც თავიდან იგებდა და ეს მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.
3 – კრისტიან პულიშიჩმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა და გასულ სეზონის მიღწევა გაიმეორა, რომელსაც 29 მატჩში უწია.
13 – ზედიზედ მეხუთე სეზონია, რაც პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბუნდესლიგაში მინიმუმ 13 გოლი გააქვს.
9 – მარკ უტიმ ამ დროისთვის 9 გოლის გატანა მოასწრო და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
179 – სოკრატის პაპასტატოპულოსმა “დორტმუნდის” რიგებში 179-ე თამაში ჩაატარა და იენს ლემანს გაუტოლდა.
5 – “დორტმუნდმა” “ჰოფენჰაიმთან” ბოლო 5 საშინაო თამაშის მოგება მოახერხა.
11 – ალფრედ ფინბოგასონს მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი დაუგროვდა. “აუგსბურგის” რიგებში ერთი სეზონის მიხედვით უფრო მეტი გოლი მხოლოდ ანდრე ჰანს აქვს გატანილი (12).
1:0 – “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო ანგარიშით 1:0. ასეთი რამ “რეკორდმაისტერს” თავს ბოლოს 1983 წელს გადახდა.
6 – ნალდომ “აინტრახტის” კარის დალაშქვრა კარიერაში მეექვსედ მოახერხა და ბრაზილიელ მცველს ამაზე მეტი გოლი არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.
9 – ფილიპ მაქსმა მეცხრე საგოლე პასი მიითვალა მიმდინარე სეზონში და ტოპ 5 ჩემპიონატში ამაზე მაღალი მაჩვენებელი არავის აქვს.
76 – “ბაიერნს” ბუნდესლიგაში არასდროს წაუგია თამაში, როდესაც გოლის გატანას ტომას მიულერი ახერხებდა (72 მოგება, 4 ფრე).
3 – ტიმ კლეინდიენსტმა “აუგსბურგთან” სამი საგოლე პასი გააკეთა. “ფრაიბურგის” არცერთ ფეხბურთელს 2004 წლიდან მოყოლებული ერთ შეხვედრაში ასეთი რა არ გაუკეთებია.
3 – ნილს პეტერსენმა ბუნდესლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი პირველად გაიტანა.
1:26 – “ვერდერმა” 2013 წლის შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ბარგფრედემ “მაინცს” 1:26 წამში გაუტანა. 2013 წელს კი აარონ ჰანტმა მატჩის დაწყებიდან 1:15 წუთში გაუტანა “ჰოფენჰაიმს”.
1 – ალფრედ ფინბოგასონმა ბუნდესლიგაში გოლის გატანა პირველივე წუთზე მესამედ მოახერხა. “ფრაიბურგამდე” ისლანდიელმა ასევე საწყის წუთზე გაუტანა “გლადბახს”.
1 – ლუკა იოვიჩმა მიმდინარე სეზონში “აინტრახტის” ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (პირველივე წუთზე). აქამდე ფრანკფურტელთა ყველაზე სწრაფი გოლი ჰალერმა შეაგდო მერვე ტურში (“ჰანოვერთან” მეათე წუთზე).
1 – ჟერომ ბოატენგმა “ბაიერნს” პირველად უკაპიტნა.
იტალია, სერია A
3 – “რომამ” მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მეტოქეებისგან კარში დარტყმა არ მიუღია. ეს საუკეთესო შედეგია ამ დროისთვის.
15 – “ლაციომ” ზედიზედ 15 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ბოლოს ასეთი კარგი სერია დედაქალაქურ გუნდს 2006 წლის სექტემბერში ჰქონდა.
2 – სერჯო ფლოკარიმ სერია A-ში დუბლის შესრულება 2012 წლის მარტის შემდეგ პირველად მოახერხა.
100 – ფრანჩესკო აჩერბიმ “სასუოლოს” რიგებში მეასე შეხვედრა ჩაატარა ისეთი, რომელშიც 90 წუთი ითამაშა.
14 – ბოლო 10 წლის განმავლობაში სერია A-ში მირალემ პიანიჩზე მეტი ჯარიმა არავის გაუტანია (14).
5 – “რომამ” მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოიგო ანგარიშით (1:0). ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს.
2 – ალესიო კრანიო ერთადერთი მეკარეა მიმდინარე სეზონში, რომელმაც ორი პენალტის მოგერიება მოახერხა.
115 – მარეკ ჰამშიკი დიეგო მარადონას გაუტოლდა. ახლა სლოვაკი და არგენტინელი “ნაპოლის” ყველა დროის ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.
6 – “ნაპოლის” მიმდინარე სეზონში კუთხურიდან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (6).
18 – “ინტერმა” სერია A-ში 18 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა (ათვლის წერტილი გასული სეზონის ბოლო ტურიდანაა).
71 – ლასანიასა და იკარდის გოლებს შორის სხვაობამ მხოლოდ და მხოლოდ 71 წამი შეადგინა.
ესპანეთი, ლა ლიგა
3 – ლიონელ მესის მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ჩემპიონატიდან ყველაზე მეტი პენალტი აქვს გაცუდებული. ანალოგიურად 3 თერმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს “სასუოლოდან” დომენიკო ბერარდიმ და პსჟ-დან ედინსონ კავანიმ.
2 – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ორჯერ უთამაშია და ორჯერვე მოიგო (2000 წელს “მალიორკასთან” 2:1 და 2017 წელს “სევილიასთან” კოპა დელ რეიზე 3:0). საინტერესოა, რომ ახლა მადრიდული გრანდი “ბარსელონას” უმასპინძლებს.
19 – “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ძელს (ხარიხას) ბურთი 19-ჯერ მოარტყა და ეს ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
6 – პაულინიოს ლა ლიგაში ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
5 – ნახევარმცველები გოლი+პასის სისტემით:
გონსალო გედეში – 3+8
პაულინიო – 6+2
ისკო ალარკონი – 4+3
მარკო ასენსიო – 4+3
ანდრეს გუარდადო – 1+6
15 – ლიონელ მესის ყველა ტურნირის ჩათვლით მე-15 საგოლე პასი დაუგროვდა. ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია.
2 – ჯონათან ვიერამ ზედიზედ ორი პენალტი გააცუდა (“ატლეტიკოსთან” და “ესპანიოლთან”). მას შემდეგ, რაც ვიერა ლა ლიგაში თამაშობს, ეს პირველად გადახდა თავს.
1 – პაუ ლოპესმა კი 6 გაშვებული პენალტის შემდეგ, პირველად მოახერხა ლა ლიგაში თერთმეტმეტრიანი მოგერიება.
4 – “სელტამ” ზედიზედ მეოთხე უგოლო შეხვედრა ჩაატარა “ვილიარეალის” წინააღმდეგ (1 ფრე, 3 მარცხი).
3 – პაბლო ფორნალსმა “ვილიარეალის” ბოლო 4 გოლიდან სამში უშუალო მონაწილეობა მიიღო (1 გოლი, 2 პასი).
4 – კრისტიან სტუანიმ კარიერაში “ხეტაფეს” კარი მეოთხედ დალაშქრა. ურუგვაელს სხვა გუნდისთვის ამაზე მეტი არ გაუტანია.
7 – “ატლეტიკომ” მიმდინარე სეზონში ერთი ბურთის სხვაობით მეშვიდე თამაში მოიგო და ეს საუკეთესო შედეგია ამ დროისთვის.
2 – “ვალენსიამ” სამიდან ორი თამაში წააგო, როდესაც გონსალო გედეში მოედანზე არ იყო (1 მოგება).
0:0 – ბასკური დერბი “ატლეტიკსა” და “სოსიედადს” შორის 0:0 დასრულდა. XXI საუკუნეში ასეთი რამ პირველად მოხდა.
0 – 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ბასკური დერბის პირველ ტაიმში კარში გუნდებს არ დაურტყამთ.
2017 – “სევილიამ” 2017 წელი ისე დაასრულა, რომ “სანჩეს პისხუანზე” თამაში არ წაუგია. ასეთი რამ “დალაქების” ისტორიაში პირველად მოხდა (17 მოგება, 9 ფრე).
416 – ხესუს ნავასმა “სევილიას” რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 416-ე შეხვედრა ჩაატარა.
ინგლისი, პრემიერლიგა
0 – ბერნარდო სილვას უკვე ერთი წელია თამაში არ წაუგია. პორტუგალიელის წაუგებელი სერია 36 მატჩს იტევს “მონაკოსა” და “სიტის” რიგებში (33 მოგება, 3 ფრე).
4 – “ლივერპული” გახდა ტოპ 5 ჩემპიონატიდან (ისტორიაში) პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 4 გასვლითი თამაში მოიგო მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით.
19 – “ლივერპულს” პირველ ტაიმში 19 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში “სიტისთან” ერთად.
20 – მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 20 გოლის გატანა მოახერხა და გახდა პრემიერლიგაში მოთამაშე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.
14 – ფილიპე კოუტინიომ “ლივერპულის” ბოლო 10 საგარეო მატჩში მე-14 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი, 6 პასი).
28 – ალან პარდიუმ ბოლო 40 პრემიერლიგური მატჩიდან, შესაძლო 120 ქულიდან მხოლოდ 28 მოიპოვა (6 მოგება, 10 ფრე, 24 წაგება).
6812 – გარეთ ბერიმ პრემიერლიგაში გოლის გატანა მას შემდეგ, რაც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში 6812 დღის შემდეგ პირველად მოახერხა. ბოლოს ინგლისელს ასეთი რამ 1999 წლის აპრილში, “ასტონ ვილას” მაისურით “ნოტინგემის” წინააღმდეგ ჰქონდა გაკეთებული.
16 – მარკუს რაშფორდმა მიმდინარე სეზონის 27 შეხვედრაში 16 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 7 პასი). ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე მანამდე 53 ჩატარებულ შეხვედრაში ჰქონდა (11 გოლი, 4 პასი).
8 – რომელუ ლუკაკუ “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ რვა გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 3 პასი).
20 – ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში საგარეო მატჩი არასდროს წაუგია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა (16 მოგება, 4 ფრე).
15 – რაჰემ სტერლინგს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 15 გოლი დაუგროვდა.
14 – კევინ დე ბრუინმა 15 პრემიერლიგურ შეხვედრიდან 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 8 პასი).
10 – ლეროი სანემ მიმდინარე სეზონის რვა საშინაო მატჩში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 5 პასი).
7 – “ჩელსიმ” ყველა ტურნირის ჩათვლით მეშვიდე გოლი გაიტანა ჯარიმიდან მას მერე, რაც ანტონიო კონტე წვრთნის. პრემიერლიგის გუნდებს შორის ეს საუკეთესო შედეგი გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული.
3 – “უოტფორდმა” ზედიზედ მესამე პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო წითელი ბარათი. ასეთი ცუდი შედეგი ბოლოს “ვესტ ჰემს” ჰქონდა 2015 წლის აგვისტოში.
1 – “უტფორდმა” მიმდინარე სეზონში 4 წითელი ბარათი მიიღო და ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ანტირეკორდია.
6 – მესუთ იოზილმა “ემირეითსზე” ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 4 პასი).
59 – ელიას კაჩუნგას გოლით დასრულდა “ჰადერსფილდის” მშრალი სერია საგრეო მატჩებში, რომელიც 59 უშედეგო დარტყმას ითვლიდა.
2 – “საუთჰემპტონმა” ბოლო 40 შეხვედრაში, რომელიც სტუმრად ჩაატარა მოქმედ ჩემპიონთან, მხოლოდ ორჯერ მოიგო (1970 წლის მარტში “ლიდსთან” და 2015 წლის ოქტომბერში “ჩელსისთან”).
82% - პრემიერლიგის იმ მწვრთნელებიდან, რომელთაც მინიმუმ 20 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, შონ დაიჩი არის პირველი მათ შორის, ვისაც ერთი ბურთის სხვაობით აქვს ყველაზე მეტი მატჩი მოგებული (82% - 27-დან 22 შეხვედრა).
2015 – ვილფრიდ ნდიდი გახდა პირველი ფეხბურთელი 2015 წლის შემდეგ, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე გააძევეს. ბოლოს ასეთი რამ დუაიტ გაილის დაემართა “კრისტალ პალასისა” და “ვესტ ჰემის” მატჩში 2015 წლის 17 ოქტომბერს.
2 – კრისტიან ბენტეკემ გაიტანა “კრისტალ პალასის” ბოლო ორი გასვლით მატჩებში, თუმცა ხსენებულ ორ გოლს შორის სხვაობამ 237 დღე შეადგინა.
1106 – კრისტიან ბენტეკემ 28 უშედეგო დარტყმისა და 1106 წუთის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა.