ძიუდო

10:34 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის ოქროს გვირგვინი

3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, 5 მედალი 6 შესაძლებლიდან და აქამდე არნახული შედეგი – 4 ფინალისტი ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე. სანქტ პეტერბურგში, 16-17 ნოემბერს გამართული მასტერსი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) წაუგებლად ჩაამთავრეს და ოქროს მედლებთან ერთად 1800-1800 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მასტერსის ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს აქამდე მხოლოდ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული. 2013 წელს ადამ ოქრუაშვილს და 2015 წელს ბექა ღვინიაშვილს.

ბექა ღვინიაშვილმა მეორე ოქროსკენ გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. ფინალამდე უზბეკი იახიო იმამოვი, უნგრელი კრისტიან ტოთი და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ჩამოიშორა. ფინალში კი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონს - სამხრეთკორეელ დონგან გვაკს ეფექტური გდებით აღებული ვაზარი შებოჭვით დაუსრულა.

ვარლამ ლიპარტელიანმა დილის პროგრამაში კუბელ ენდი გრანდას, რუს კირილ დენისოვსა და უნგრელ მიკლოშ ცირიენიკსს მოუგო. ხოლო ფინალში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს - ჰოლანდიელ მაიკლ კორელს ვაზარით სძლია.

გურამ თუშიშვილმა მასტერსი ასევე მსოფლიოს ყველაზე მაღალქულიანი მძიმეწონოსნის - ბრაზილიელი დავიდ მოურასთვის შესრულებული იპონით დააგვირგვინა. ფინალამდე თუშიშვილმა რუსი ანტონ კრივობოკოვი, კუბელი ალექს გარსია მენდოზა და ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

ქართველ ძიუდოისტთაგან რუსულ ტატამზე უმედლოდ მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) დარჩა.

მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ძიუდო

მასტერსი

სანქტ პეტერბურგი

16-17 დეკემბერი

კაცები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 ხერლან განბოლდი (მონღოლეთი)

2 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

3 ტომი მაციასი (შვედეთი)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)

3 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

3 კენტა ნაგასავა (იაპონია)

3 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

100 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 მაიკლ კორელი (ჰოლანდია)

3 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ალექს გარსია მენდოზა (კუბა)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

52 კგ

1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

2 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

3 ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

57 კგ

1 სუმია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

3 იუჯეონგ კვონი (სამხრეთ კორეა)

3 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

3 ჟუულ ფრანსენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 მარია პორტელა (ბრაზილია)

2 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

3 ანა ბერნჰოლმი (შვედეთი)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

78 კგ

1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

2 მადელენ მალონგა (საფრანგეთი)

3 გუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3 კარენ სტივენსონი (ჰოლანდია)

+78 კგ

1 მინეონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 იდალის ორტიზი (კუბა)

3 მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია)

3 ლარისა ცერიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

0.124659