“მანჩესტერ სიტისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ დავიდ სილვას შესაძლოა სიმსივნე აღმოაჩნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით ვიგებთ. მართალია, ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს არ დასტურდება, მაგრამ ეჭვებს მართლაც ბევრი რამ აჩენს.
სილვას არ უთამაშია გასულ ტურში “ტოტენჰემთან” და როგორც პეპ გვარდიოლამ თქვა, მას პირადი პრობლემები აქვს. გარდა ამისა, კევინ დე ბრუინმა “მამლების” კარში გატანილი სწორედ ესპანელს მიუძღვნა, როდესაც თითების მეშვეობით ყველას ციფრი 21 უჩვენა.
თამაშის შემდეგ კი “სიტის” ფეხბურთელებმა გამარჯვება სილვას მიუძღვნეს და გასახდელში ფოტოც გადაიღეს პირინელი მოთამაშის მაისურით. ამასთან, რამდენიმე თანაგუნდელმა ტვიტერის გვერდზე დავიდისადმი გამამხნევებელი პოსტებიც გამოაქვეყნეს.
შეიძლება საინტერესო დეტალად მივიჩნიოთ ისიც, რომ სილვა ბოლო პერიოდში იმიჯ შეცვლილი წარსდგა ფართო საზოგადეობის წინაშე. კერძოდ, ესპანელი აქამდე ყოველთვის გრძელ თმას ატარებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი პირიქითა...