ძიუდო

16:38 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამი ოქრო ერთ ნაბიჯში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა: ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) სანქტ პეტერბურგში მიმდინარე მასტერსზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალის საგზურები მოიპოვეს.

ბექა ღვინიაშვილმა უზბეკი იახიო იმამოვი, უნგრელი კრისტიან ტოთი და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ჩამოიშორა. ფინალში კი სამხრეთკორეელ დონგჰან გვაკს დაეჭიდება.

ვარლამ ლიპარტელიანმა დილის პროგრამაში კუბელ ენდი გრანდას, რუს კირილ დენისოვსა და უნგრელ მიკლოშ ცირიენიკსს მოუგო და ფინალში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს შეხვდება.

გურამ თუშიშვილი მასტერსის ოქროსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება. ფინალამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა რუსი ანტონ კრივობოკოვი, კუბელი ალექს გარსია მენდოზა და ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

დღესვე, საპრიზო სამეულები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც შეივსება. საქართველოს სახელით რუსულ ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.126861