ფეხბურთი

18:35 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩილავერტს არგენტინაში ძეგლი დაუდგეს

არგენტინაში "ველეს სარსფილდის" სტადიონთან ლეგენდარული პარაგვაელი მეკარის ხოსე ლუის ჩილავერტის ძეგლი დადგეს. ფეხბურთელი სამხრეთამერიუკული კლუბის ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა. ძეგლის გახსნის ცერემონიალს ჩილავერტიც დაესწრო.

ხოსე ლუისი წლების განმავლობაში მეკარეებს შორის ბომბარდირი 62 გოლით იყო. ახლა კი ჩილავერტი მხოლოდ ბრაზილიელ როჯერიო სენის ჩამორჩება. ეროვნულ ნაკრებში კი გოლკიპერთა შორის ყველაზე მეტი გოლი (8) ჩილავერტს აქვს გატანილი.

0.132644