ფეხბურთი

15:00 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

2017 წლის ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.

"ალ ჯაზირასთან" და "გრემიოსთან" მოგებულ შეხვედრებში ხორვატმა მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ბევრ მომენტებს ქმნიდა და ყველაზე აქტიური იყო. ოქროს ბურთის ნომინაციაში მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.

0.11551