კალათბურთი

13:15 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 7-ქულიანი მატჩი ლიგა ენდესაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მე-12 ტურში წარუმატებლად ითამაშა მალაგას “უნიკახამ”. ანდალუზიური გუნდი სტუმრად “ტენერიფესთან” ვერაფერს გახდა და შინ დამარცხებული დაბრუნდა – 77:81.

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, დიდი სათამაშო დრო არ მისცემია გიორგი შერმადინს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 12:51 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 7 ქულა შესძინა. რაც უნდა გასაკვირი იყო, ჩვენებურს ფარიდან ბურთი არ მოუხსნია.

შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ისროლა: 2-დან ორი ორქულიანი და 4-დან სამი საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.

“უნიკახას” 12 ტურში 6-6 მოგება/წაგება აქვს და მეცხრე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 30 დეკემბერს, სტუმრად “ბილბაოს” დაუპირისპირდებიან.

0.116088