“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდის ხელმძღვანელობას ორი ფეხბურთელის, ლუკ შოუსა და გენრიხ მხითარიანის გაყიდვისკენ მოუწოდებს. როგორც “განსაკუთრებულმა” The Telegraph-თან საუბრისას თქვა, თუ სარფიანი წინადადებები იქნება, მცველსა და ნახევარმცველს შეელევა.
“თუ მათ სანაცვლოდ კარგ ფასს შემოგვთავაზებენ, წინადადებებს განვიხილავთ. ჩემი მიდგომა ასეთია – კლუბის ხელმძღვანელობას ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვას ყოველთვის ვურჩევ. თითოეულ მოთამაშეს აქვს თავისი ფასი.
თუ ფეხბურთელია უკმაყოფილოა და საინტერესო წინადადება გვაქვს, მაგალითად, როგორც დეპაისა და შნეიდერლინის შემთხვევაში, მაშინ უარის თქმა არ შემიძლია”, - თქვა მოურინიომ.
ლუკ შოუს მსურველი გუნდები ჯერჯერობით ცნობილი არაა, ხოლო მხითარიანს ყველაზე აქტიურად მილანის “ინტერს” უკავშირებენ.