ფეხბურთი

17:54 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე “ჩელსის” თებერვალში დატოვებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ანტონიო კონტე ვადაზე ადრე, თებერვალში დატოვებს. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი მუდმივ კონფლიქტშია ფეხბურთელებთან და ამასთან, გუნდის ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, კონტე “ჩელსის” სატრანსფერო პოლიტიკითაც უკმაყოფილოა.

რომან აბრამოვიჩი კი არ აპირებს დათმობაზე წასვლას და გამოსავალი უმალვე მოძებნა – ადგილობრივი პრესის ცნობით, აბრამოვიჩმა უკვე მოძებნა ანტონიოს შემცვლელი. მისივე თანამემამულე კარლო ანჩელოტი.

მხარეებს შორის მოლაპრაკებები დაწყებულია და “ბაიერნის” ექსთავკაციც თანხმაა, რომ ლონდონში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “ჩელსიში” 2009-2011 წლებში მუშაობდა.

რაც შეეხება კონტეს, მან “არისტოკრატები” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში გუნდს ინგლისის პრემიერლიგა მოაგებინა. თუმცა, მიმდინარე სეზონი “ჩელსისთვის” არცთუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

0.115764