ფეხბურთი

12:02 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "სიტის" ნავთობი აქვს, ჩვენ - არა"

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “მანჩესტერ სიტის რეკორდს გამოეხმაურა (ზედიზედ 15 გამარჯვება). ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებით, “ქალაქელებმა” მათი რეკორდი ნავთობის ხარჯზე დაამხეს.

“ჩვენ გვქონდა იდეები, მაგრამ არ გვქონდა ნავთობი. “სიტის” კი ორივე აქვს და გაცილებით ადვილია წარმატების მიღწევა და უფრო ეფექტურია, როდესაც ორივე გაქვს”, - აღნიშნა ვენგერმა.

2003-2004 წლების სეზონში “არსენალი” წაუგებლად გახდა ინგლისის ჩემპიონი (26 მოგება, 12 ფრე), ხოლო “სიტის” ამ დროისთვის 15 გამარჯვება და 1 ფრე აქვს ნათამაშები.

0.122497