კალათბურთი

23:45 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას წარმატებული მატჩი ევროლიგაში

ევროლიგის XII ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”. ესპანურმა გუნდმა სტამბულში, “ანადოლუ ეფესი” უაღრესად დაძაბულ მატჩში დაამარცხა – 82:81. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა თურქები 81:78 იგებდნენ, მაგრამ 1:16 წუთში სტუმრებმა 4 ქულა მიითვალეს და გაიმარჯვეს.

ამაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ – “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 29:10 წუთში საკუთარ გუნდს 17 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა.

შენგელია თანაგუნდელთა შორის ქულების რაოდენობით საუკეთესო გახლდათ, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით (26), მხოლოდ ვინსენ პოირეს ჩამორჩა (35). თორნიკემ 6-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა.

“ბასკონიას” 12 ტურში 6 მოგება და შესაბამისად, ამდენივე მარცხი აქვს, რაც მე-9 ადგილისთვისაა საკმარისი. “ბასკონია” ევროლიგაში მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს, სტუმრად “ოლიმპია მილანოსთან” გამართავს.

0.136886