“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. როგორც პრემიერლიგის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა გასულ თვეში არსენ ვენგერის, იურგენ კლოპის, ჟოზე მოურინიოს, ანტონიო კონტესა და შონ დაიჩის ბარიერი დაძლია.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ დასახელდა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად – იგივე პატივი მას ოქტომბერსა და სექტემბერშიც ხვდა. აგვისტოში კი ყველას “ჰადერსფილდის” დამრიგებელმა დევიდ ვაგნერმა აჯობა.
“სიტიმ” ნოემბერში 4 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო. გაიტანა 9 და გაუშვა 3 გოლი. საგულისხმოა, რომ “ქალაქელებს” პრემიერლიგაში ზედიზედ 15 მატჩი აქვთ მოგებული.