ფეხბურთი

21:29 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ალ ჯაზირას” მეკარე: “ამ მატჩზე შვილიშვილებს მოვუყვები”

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” “ალ ჯაზირა” 2:1 დაამარცხა, მატჩის შემდეგ კი ყველა, მასპინძელთა კარის დარაჯ, ალი ჰასეიფის შესახებ საუბრობდა.

30 წლის კიპერმა “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ 51 წუთი ითამაშა (ტრავმის გამო შეცვალეს), რა დროშიც კარი მშრალად შეინახა და თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა დიდებული სეივით გოლისგან.

ალი ჰასეიფიმ ესპანურ As-თან კომენტარი გააკეთა:

“ბევრი მატჩი მითამაშია, მაგრამ ეს ყველაზე დასამახსოვრებელია. ეს არის ამბავი, რომელსაც შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები”, - თქვ ჰასეიფიმ.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 16 დეკემბერს, “რეალი” და “გრემიო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

0.122501