ფეხბურთი

12:44 | 15.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიის სუპერთასი 2017

კვირას, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარები სფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის სუპერთასის“ ფინალური მატჩი გაიმართება.

„თბილისის მერიის სუპერთასის“ მოსაპოვებლად, ერთმანეთს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები, „სეუ“ და „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან.

გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა თასი და სიმბოლური პრიზები.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

0.135957