გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
ზაზა ფაჩულიას გარეშე იასპარეზა ისევ “გოლდენ სტეიტმა”, რომელმაც შინ “დალასი” 112:97 დაამარცხა. ტეხასელებმა მეტოქეს პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, მეორეში კი ოკლენდელებმა მეტოქე დაჯაბნეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა 25 ქულა მიითვალა. “დალასში” ნოვიცკი 18 ქულით გამოირჩა.
“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “ლეიკერსი” 121:112 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 59-ე სამმაგი დუბლი შეასრულა (25 ქ. 12 მ. 12 პ.), რითაც ლეგენდარულ ლარი ბერდს გაუთანაბრდა. “მეფე” და ბერდი აღნიშნულ კატეგორიაში VI ადგილს იყოფენ, ნბას ისტორიაში ყველაზე მეტი, 181 სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონის ანგარიშზეა.
“ატლანტა ჰოუქსი” – “დეტროიტი” 91:105 (31:30, 1529, 18:26, 27:20)
https://www.youtube.com/watch?v=l4UdprPRowc
“ბრუკლინი” – “ნიუ იორკი” 104:111 (26:32, 24:31, 32:24, 22:24)
https://www.youtube.com/watch?v=ajs1Fhi-kcg
“კლივლენდი” – “ლეიკერსი” 121:112 (24:26, 39:34, 31:26, 27:26)
https://www.youtube.com/watch?v=aZ2InouMlWg
“მინესოტა” – “საკრამენტო” 119:96 (32:22, 32:33, 31:16, 24:25)
https://www.youtube.com/watch?v=TTqqFBQMJbU
“გოლდენ სტეიტი” – “დალასი” 112:97 (24:28, 24:20, 32:25, 32:24)
https://www.youtube.com/watch?v=HL6vU7WpKfU